ჰაკერებმა ამერიკელი პოლიტიკოსების და ვარსკვლავების კონფიდენციალური ინფორმაცია გამოაქვეყნეს

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 17:21

ჰაკერებმა  მთელი რიგი ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების, მომღერლების და მსახიობების კონფიდენციალური ინფორმაცია  ინტერნეტ ქსელებში საჯარო გახადეს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

ჰაკერების მსხვერპლთა რიგებში მოხვდა - ყოფილი აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი - რობერტ მიულერი.

თავდამსხმელებმა გამოქვეყნეს მათი პირადი მონაცემები და მისამართები, სადაც ისინი ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ ადრე. საიტზე domain SU ასევე გამოქვეყნდა ფინანსური მონაცემები მსახიობ მელ გიბსონის, არნოლდ შვარცნეგერის, ეშტონ კატჩერის, მომღერლების: ბიონსეს, ბრიტნი სპირსის, და სხვა ცნობილი სახეების შესახებ. ინფორმაციას თან ახლავს ვარსკვლევების ფოტოები. ასევე გამოქვეყნდა ქალაქის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სოციალური დაცვის ნომერი და საკრედიტო ანგარიშები.

ლოს-ანჯელესის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46