საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული - ნოდარ ხადური

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 16:51

საქართველოს ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არსებობს, - ეს განცხადება  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის იანვარ-თებერვლის ანგარიშის წარდგენისას, პრესკონფერენციაზე  გააკეთა.

მინისტრმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა, მათ შორის, ბიუჯეტში მობილიზებული საგადასახადო  შემოსავლების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, 2013 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ბიუჯეტში მობილიზებული საგადასახადო შემოსავლები 20012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი.

"საქართველოს ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არსებობს. როგორც იანვრის, ისე თებერვლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა  გადაჭარბებით არის შესრულებული. ამავე დროს, იანვარ- თებერვლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22 000 000 მილიონ ლარზე მეტით არის შესრულებული", - განაცხადა ხადურმა.

მინისტრის განმარტებით, იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული პროდუქციის იმპორტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 27 %-ით გაიზარდა, მათ შორის გაიზარდა მანდარინის ექსპორტი.

ნოდარ ხადურის განმარტებით, მიმდინარე წელს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოცოცხლება იგრძნობა. ფინანსთა მინისტრმა ოფიციალური მონაცემები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც საკონტროლო-სალარო აპარატებით ამორტყმული ჩეკების რაოდენობა და, შესაბამისად, ბიუჯეტში გადახდილი თანხის ოდენობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის ახალი პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრა გამართა. მინისტრმა საზოგადოებას თებერვლის ანგარიში წარუდგინა.

                                                                                                            მირანდა ჭარხალაშვილი

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43