კარგი და დროულიც იქნება, თუ განათლების სამინისტრო სხვა სახელმწიფოდ წოდებული უნივერსიტეტების ბედზეც იზრუნებს - თორნიკე შურღულაია

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 17:13

ყველაზე დიდი დარღვევა ისაა, როდესაც უნივერსიტეტს დოქტორის ხარისხის და მეცნიერული გამოცდილების არმქონე რექტორები მართავენ, - ასე შეაფასა ისტორიის დოქტორმა თორნიკე შურღულაიამ

თბილისის აგრარული უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები "ჯეონიუსთან" საუბარში.

 

მისი განცხადებით, ასეთი დარღვევები ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც აღინიშნება.

"მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტიპის დარღვევები არამარტო აგრარულ უნივერსიტეტში ფიქსირდება. კარგი და დროულიც იქნება, თუ განათლების სამინისტრო სხვა სახელმწიფოდ წოდებული უნივერსიტეტების ბედზეც იზრუნებს. დიდი ხანია, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აპროტესტებენ და იბრძვიან რექტორისა და მისი დამქაშების წინააღმდეგ, რომლებიც აკნინებენ თსუ-ს ავტორიტეტს თავიანთი არაკომპეტენტურობით, მაგრამ უშედეგოდ", - განაცხადა შურღულაიამ.

შეგახსენებთ, რომ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ღია კენჭისყრით, ექვსი მომხრე და ერთი მოწინაღმდეგე, მიიღეს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება. დაახლოებით 80-გვერდიან დასკვნას, საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარესთან ერთად, საღამოს 20.00 საათიდან გამთენიის 05.00 საათამდე განიხილავდნენ. 

ნუგო სოტკილავა

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51