ტვინის მუშაობის ეფექტი პირდაპირ კავშირშია კვებასთან

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 16:44

ტვინის მუშაობის ეფექტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რით ვკვებავთ მას. ტკბილის მოყვარული მრავალი ადამიანი დაბნეულობით იტანჯება. ვეგეტარიანელები უფრო ნელა აზროვნებენ, ვიდრე თევზის მოყვარულები.

რა ასტიმულირებს და აფერხებს ტვინის მუშაობას?

ენერგიის ძირითადი წყარო გლუკოზაა. ორგანიზმი მას იღებს ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებიდან, როგორიცაა შვრია, პური, მაკარონი.

ნუ გაგიტაცებთ შოკოლადი, კანფეტები და შაქარი.

შეიძლება დასაწყისში მართლაც მოგცეთ ენერგიული ბიძგი, მაგრამ ხანმოკლე იქნება და საბოლოო ჯამში თავს იმაზე ცუდად იგრძნობთ, ვიდრე წინათ.

თუ ტვინს "გამხნევება" ესაჭიროება, ქორფა და მშრალი ხილი, ყველი, ნიგოზი, იოგურტი ჭამეთ. შეგიძლიათ ჭიქა შაქრიანი ყავა დააყოლოთ.

მიირთვით ანანასი. ის დაბალკალორიულია. სამაგიეროდ მასში ბევრია C ვიტამინი, რომელიც მეტად აუცილებელია მათთვის, ვისაც დიდი მოცულობის ტექსტების დამახსოვრება სჭირდება.

ყურადღების კონცენტრაციისათვის კარგია თევზი ან თევზის ქონი, რომელიც ნამდვილი დელიკატესია ტვინისთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი ცხიმმჟავებით ამარაგებს და ყურადღების მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

ახლა იმ 12 ლიდერს წარმოგიდგენთ, რომლებიც კარგად აზროვნებაში გვეხმარება.

1.ვაშლი (ვიტამინი C, კალიუმი, ფრუქტოზა, ვაშლის ძმარი) - საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს და სისხლძარღვებს ტონუსში ამყოფებს.

2.ბანანი (ვიტამინი PP, კალიუმი, მაგნიუმი) - ემოციური დაძაბულობის მოხსნას ეხმარება და განწყობას აუმჯობესებს.

3.ნატურალური იოგურტი (B ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი) - ტვინის უჯრედებისა და ნერვული სისტემის ჰარმონიულ კავშირს უზრუნველყოფს.

4.მწვანე ბარდა (ვიტამინები B1, B2, მაგნიუმი, რკინა, ნუკლეინის მჟავა) - სისხლში ცხიმების დონეს ამცირებს და გონებრივ მუშაობას აძლიერებს.

5.მარწყვი (ვიტამინი C, კალიუმი, რკინა) - გლუკოზის მიტანას აჩქარებს, გონებას აცოცხლებს და ახალისებს.

6.ფრინველის ხორცი (ცილა, B ჯგუფის ვიტამინები, თუთია, გოგირდი) - ჟანგბადის ბალანსს იცავს, რაც ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია.

7.ოსპი (რკინა, ფოსფორი, ვიტამინი A) - დაღლას თავიდან აგაცილებთ.

8.მიუსლი (ნახშირწყლები, B ჯგუფის ვიტამინები) - მეხსიერებას ასტიმულირებს.

9.ნიგოზი (B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, ცილა, თუთია) - გონებრივ გადაღლას შველის.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47