მობილურით ხშირი საუბარი ტვინის კიბოს განვითარების რისკს ზრდის

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 16:29

10 წლის განმავლობაში მობილურით ლაპარაკი ტვინის კიბოს განვითარების ალბათობას ზრდის.  გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასზე მეტმა ტვინის კიბოთი დაავადებულმა და 3,3 ათასამდე ჯანმრთელმა ადამიანმა.

მათ შორის 220 ადამიანი იყენებდა მობილურ ტელეფონს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, -  ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინელი, დანიელი, ნორვეგიელი, შვედი და ბრიტანელი მეცნიერები. გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა ფინეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრმა.

გამოკვლევის დროს გამოვლინდა, რომ მათ, ვინც სარგებლობდა მობილურით 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ტვინის კიბოთი დაავადების რისკი 1,3-ჯერ უფრო მეტი აქვს. ამასთან, სიმსივნე ვითარდება ზუსტად იმ მხარეს, რომელ მხარესაც სარგებლობენ მობილურით ლაპარაკის დროს.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45