ვერ ვხვდები, რატომ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მეთოდით რაღაცა ზომების გატარება - ალექსანდრე კვიტაშვილი

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 16:05

აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ივანე ჯავახიშვილის სახელოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. მისი განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტი არის ევროპულ სტანდარტებზე აგებული, რომლითაც იამაყებდა ნებისმიერი ქვეყანა.

"ეს არის ევროპული დონის სასწავლებელი, რომელსაც აქვს ის ლაბორატორიები და ის ინფრასტრუქტურა, რომელითაც დღეს იამაყებდა არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა", - განაცხადა კვიტაშვილმა.

ასევე კვიტაშვილის განცხადებით, ვერ ხვდება, თუ რატომ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მიზნით აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერება.

"მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მეთოდით რაღაცა ზომების გატარება, სადაც ხალხი ფულს იხდის სწავლობს და კმაყოფილები არიან იმ სასწავლო გარემოთი, რომელიც მათ აქვთ", - აღნიშნა კვიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ღია კენჭისყრით, ექვსი მომხრე და ერთი მოწინაღმდეგე, მიიღეს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება. დაახლოებით 80-გვერდიან დასკვნას, საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარესთან ერთად, საღამოს 20.00 საათიდან გამთენიის 05.00 საათამდე განიხილავდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43