გორის კულტურის სახლში საქველმოქმედო წარმოდგენები გაიმართება

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 15:30

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით, გორის კულტურის სახლში გაიმართება მულტი-პულტის სამყაროს თეატრის სპექტაკლის ”მაშა და დათვი” პირველი სერიის ”სურვილების ასრულება” საქველმოქმედო წარმოდგენები, რომელსაც უფასო დაესწრებიან საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და საჯარო სკოლების მოსწავლეები.

საქველმოქმედო წარმოდგენებზე ასევე მიწვეულნი არიან დევნილი, უნარშეზღუდული, სოციალურად დაუცველი და ბუფერულ ზონებში მცხოვრები ბავშვები.

შეგახსენებთ, რომ ”მაშა და დათვი” პირველი ქართული საბავშვო თეატრალური სერიალია, რომლის წარმოდგენებიც ანშლაგებით ჩატარდა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო თეატრში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. ამჯერად სპექტაკლს გორელი ბავშვებიც ნახავენ.

სპექტაკლი გაიმართება 13 მარტს, 13 საათზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45