გურიაში პრესის სრულფასოვანი გავრცელება დაიწყო

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 15:17

გურიის ათ სოფელს ჟურნალ-გაზეთები უკვე სრულად და შეუფერხებლად მიეწოდება. ”თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” დაფინანსებით, ამ მომსახურებას პრესის რეალიზატორები გაზეთ ”გურია ნიუსის” პრესის გამავრცელებლებთან ერთად ახორციელებენ.

”ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ორგანიზაციის 2013 წლის ძირითადი პრიორიტეტის, რეგიონებში თავისუფალი პრესის გავრცელების ხელშეწყობის შესაბამისად. დღეისთვის, ორგანიზაცია პრესას საქართველოს რვა რეგიონის სოფლებში ავრცელებს”, - აცხადებს ”თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჯიქია.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე კვირაა, ”თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” ხელშეწყობით, ზემო და ქვემო აკეთის, ქვემო აკეთი ზემო უბნის, გაგურის, ჭანჭათის, მამათის, აცანას, ჩოლობარგი, ლაშისღელესა და შუხუთის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, მათთვის სასურველი გამოცემა სასურველ დროს, სახლში მიიღონ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46