საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მეორედ წარსდგება

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 14:47

დელეგაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე დღეს ღამე გაემგზავრება.

დელეგაციაში კულტურის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი, ქართველი მწერლები, "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის’’ წევრები შედიან.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღნიშნულ ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას ორგანიზებას უწევს "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია’’. საქართველოს ეროვნული სტენდის პარალელურად, დაგეგმილია სხვადასხვა ფორმატში ქართველი ავტორების და მათი ნაწარმოებების პრეზენტაციები. ღონისძიებები გაიმართება, როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქ ლაიფციგის ლიტერატურულ სალონებში, სადაც შედგება 7 ავტორის - ზაზა ბურჭულაძე, დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ბონდო მაცაბერიძე - 7 ლიტერატურული საღამო. მათ შორის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გერმანიაში გამოცემული ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგიის ,,იაგურის ტექნო“ პრეზენტაცია.

ლაიფციგის წიგნის ბაზრობას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილია მინისტრისა და ქართული დელაგაციის (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი და გ. ლეონიძის სახელობის ლიტ. მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე) ოფიციალური შეხვედრები ლაიფციგის წიგნის ბაზრობის დირექტორთან ოლივერ ცილესთან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე პრეზიდენტთან ტობიას ვოსთან და ცნობილ გერმანელ ლიტერატურის კრიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან და გამომცემლებთან.

ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული წიგნის განვითარებისა და ქართველი ავტორების უცხოელ გამომცემლებთან წარმატებული თანამშრომლობისთვის; სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი კოლექტიური სტენდით უამრავი ადამიანი, მკითხველი თუ გამომცემელი ეცნობა ახალ გამოცემებს, ახალ ავტორებს, იღებს ინფორმაციას ქვეყნისა და მისი კულტურის შესახებ.

ლაიფციგში  წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 14-17 მარტს გაიმართება, რომელზეც საქართველო უკვე მეორედ წარსდგება ეროვნული სტენდით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57