რეგიონული განვითარების სამინისტრომ თსუ-სთან მემორანდუმი გააფორმა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 14:39

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, თსუ სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაივლიან. ამასთან, სამინისტრო ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მონაწილეობას ერთობლივი პროექტების გახორციელებაში. თავის მხრივ, თსუ სამინისტროს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით უზრუნველყოფს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4