აკრედიტაციის შეჩერება არ არის დასჯა, ეს არის მინიშნება ხარვეზების აღმოსაფხვრელად - გიორგი მარგველაშვილი

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 14:19

განათლების მინისტრსა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით შეხვედრა პოლემიკაში გადაიზარდა.

სტუდენტები შეეცადნენ აეხსნათ მინისტრისთვის, რომ აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის შეჩერება არის უკანონო და ის ხარვეზები, რომელიც საბჭომ წარმოადგინა, არ შეესაბამება რეალობას. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს რომ ყველა უნდა მოექცეს კანონის ჩარჩოებში და ამ საკითხის პოლიტიზირება მიუღებელია.

მარგველაშვილის განცხადებით, სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და აიღებს მათზე პასუხისმგებლობას, რამდენადაც მინისტრის განცხადებით, საქმე ეხება ისეთი დარგის სტუდენტებს, რომლებიც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია.

მარგველაშვილი ასევე განმარტავს, რომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შემდეგი წლიდან შეუჩერდება და როდესაც ადმინისტრაცია დარღვევების გამოსწორებას დაიწყებს, ავტორიზაციის ხელახლა მოპოვება მეორე დღესვე შეეძლებათ. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39