სოზარ სუბარმა და გურამ ოდიშარიამ, რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 14:03

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, განისაზღვრა სამინისტროებს შორის ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს რისკ-ფაქტორებისა და საჭიროებების მიხედვით გამოვლენილი მსჯავრდებულებისთვის თვითრეალიზაციის რეალური პერსპექტივის შექმნას.

მემორანდუმით გათვალისწინებულია ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებული მსჯავრდებულთა დახმარება, მათთვის სპექტაკლებისა და კონცერტების ორგანიზება, კულტურის სფეროში მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებებთან შეხვედრების მოწყობა, აგრეთვე ახალგაზრდა პრობაციონერებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ექსკურსიების ჩატარება და სხვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61