თავდაცვის სამინისტროში სატენდერო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 13:55

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს სატენდერო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ღია ტენდერების ჩატარების საკითხები განიხილეს. ამჯერად, თავდაცვის უწყება ტენდერის გამოცხადებას შემდეგ პროდუქციაზე გეგმავს: მშრალი კვება, პროპანი, მანქანა-დანადგარები, ცეცხლსაქრობები, სარეცხი მანქანები, საშრობები, პრინტერები, ქსეროქსები, ქიმიური პროდუქტები, ფოტოგრაფიული ფირები, საბეჭდი ქაღალდი, საღებავები, გაზეთის ქაღალდი, საბეჭდი ფორმები, მაცივრები, კონდენციონერები, ციფრული კამერები, პროექტორები, ფაქსის მოწყობილობები, ტელევიზორები, სასმელი წყალი, საცურაო აუზის დასუფთავება, პირადი ჰიგიენის საგნები და ა. შ.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღია და ტრანსფარენტული ტენდერების პოლიტიკას აგრძელებს. დღეს, განვიხილეთ დაახლოებით ოცი ტენდერი. ტენდერებს ძალიან ბევრ პროდუქციაზე ვატარებთ - დაწყებული ჯარისკაცების მშრალი კვებიდან, დამთავრებული ტელევიზორებით, სეიფებით და ა.შ.“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღია და ტრანსფარენტული სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკას აგრძელებს. 2013 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ უკვე 16 ღია ელექტრონული ტენდერი ჩაატარა. უწყებამ 11,4 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების საქონელი და მომსახურება 9,5 მლნ ლარად შეისყიდა. მიღებულმა ეკონომიამ 1,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც სავარაუდო ღირებულების 16,5%-ს შეადგენს.

თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისია გასული წლის 27 დეკემბერს შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიან: სატენდერო კომისიის თავმჯდომარე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე, შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი; ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსი და გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.62
  • 3.09
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44