დავით უსუფაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 15:52

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მარია იავანოვიჩს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ერიკ რუბინს და სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს დემოკრატიის, ადამიანის ეფლებების და შრომის საკითხებში თომას მელიას შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემები იყო: სტრატეგიული თანამშრომლობა, ნატოში ინტეგრაცია, ქვეყნის დემოკრატიზაცია და საკონსტიტუციო ცვლილებები.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

"ჩვენ შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ევროპის, კავკასიის და საქართველოს საკითხებზე. ამ შეხვედრებზე ჩვენი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სათქმელი იყო შემდეგი: ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შედგა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც. "საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ არა მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც ახლა პარლამენტში გადის კენჭისყრაზე, არამედ ზოგადად კონსტიტუციის გაუმჯობესებაზე, ვინაიდან როგორც მათ თავად აღნიშნეს, ძალიან ცუდი პრაქტიკაა, როდესაც კონსტიტუცია ადამიანებზეა მორგებული. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ იმ კონსტიტუციით, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე იყო მორგებული“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

სახელმწიფომ დივნის მოადგილის თანაშემწემ, ერიკ რუბინმა ჟურნალისტებთან საუბრისას კმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და მისი გუნდის პარლამენტში გაწეული საქმიანობის გამო. "მრავალი წლის განმავლობაში, აშშ და საქართველო თანამშრომლობს. მე ბატონ დავითს მოვახსენე ჩემი დადებითი აზრი მისი და მისი გუნდის ხელმძღვანელობის სტილის თაობაზე. ჩვენ ვიცით, რომ მათ მრავალი რთულიგ ამოწვევა ჰქონდათ წინა თვეებში, და მიუხედავად ამისა, მათ შესძლეს ეთანამშრომლათ ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რეზოლუციაზე, ასევე ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებ შისწრაფვაზე. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს კონსტიტუციურ რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ამ კონსტიტუციის სტაბილურობას. მე ასევე მოვახსენე ბატონ დავითს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ასევე გვსურს გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს მზაობისა და თითოეული ქართველი ადამიანის წვლილისათვის ISAF-ის ოპერაციებში ავღანეთში. ეს ხელს უწყობს მეგობრობის გაღრმავებას და უფრო ამყარებს იმ დადებით და თბილ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა, თუმცა არ გვქონდა საკმაო დრო იმისათვის, რომ ყველაფერზე გვესაუბრა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე საუბარს, განვიხილავთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის დასახმარებლად, რათა მათ გაატარონ აუცილებელი ცვლილებები. აუცილებლად დავეხმარებით საქრთველოს მათ ეკონომიკურ დღის წესრიგში, რომლის მიზანიცაა დასაქმების გაზრდა და ვაჭრობაში ხელშეწყობა", - განაცხადა ერიკ რუბინმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41