დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 14:48

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პირველ დღეს, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, პირველი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში პრაქტიკულად ყველა იმ თანამდებობის პირთან გაიმართება, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობს.

ხვალიდან შეხვედრები გაგრძელდება აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული უშიშროების საბჭოს და კონგრესის წარმომადგენლებთან. სულ კვირის განმავლობაში 50-მდე შეხვედრაა დაგეგმილი.

"ამ შეხვედრებზე ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენი კურსი აშშ-სთან ურთიერთობაში მხოლოდ იმ კუთხით შეიცვლება, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდება, კიდევ უფრო გარღმავდება ყველა ის მიმართულება, რაც წინა ხელისუფლების მიერ იყო დაწყებული. შევეცდებით ახალი მიმართულებებიც გამოიძებნოს, განსაკუთრებით ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სფეროში“, -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის თქმით, კონგრესში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი შედგება პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე. "საქართველოს პარლამენტს ძალიან დიდი დახმარება სჭირდება ჩამოყალიბებული დემოკრატიებისგან, რათა ჩვენ შევძლოთ ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირება“, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43