პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 13:35

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ ექსპერტებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად განუმარტეს ახალი ხელისუფლების როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებები, ასევე შიდაპოლიტიკური თემები.

"ყველაზე მეტად ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, რა მომავალი აქვს საქართველოს დემოკრატიას, როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორ დასრულდება პრეზიდენტის ვადა და ა. შ. ჩვენ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცით და გამოვთქვით სურვილი, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდეს. რამდენიმე მათგანი მალე საქართველოში ჩამოვა და გვექნება შეხვედრების საშუალება. მოხარული ვარ, რომ სამთავრობო დაწესებულებების გარდა, საუბრის შესაძლებლობა გვაქვს ასევე საუნივერსიტეტო წრეებთან და ექსპერტებთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42