შსს-მ ნარკორეალიზატორთა ჯგუფი დააკავა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 13:30

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე დ. დააკავეს.

 

ნარკოდანაშაულისთვის ასევე დაკავებულები არიან გიორგი ქ, ირაკლი ლ. და ოთარ გ. ძიებით გაირკვა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა” ნარკორეალიზატორ ალექსანდრე დ-სგან შეიძინეს.

თბილისსა და ბორჯომში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ხოლო ალექსანდრე დ-ს ბინიდან – ოთარ გ-სგან ნარკოტიკის შესაძენად გადაცემული ფულიც ამოიღეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ოთხივე დაკავებული, დაკავების მომენტში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ალექსანდრე დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილით, ოთარ გ–ს მიმართ 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო დანარჩენი დაკავებულების მიმართ კი 260-ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42