ვენეციის კომისიის დასკვნა საჯარო გახდა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 13:15

ვენეციის კომისიის დასკვნა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ დღეს გახდა საჯარო. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონის მთავარი გაუმჯობესება გამოიხატება შემდეგ პუნქტებში: 

1.პრეზიდნტი ვეღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია თავად მოსამართლეებისგან.

3. საბჭოს 6 წევრს აირჩევს პარლამენტი, მაგრამ ისინი არ იქნებიან პოლიტიკოსები, როგორც ეს ამჟამად არის. აღნიშნული კანდიდატები უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორები, ასევე, იმ არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სამართლის განხრით მუშაობენ.

4. ცვლილებების შემდეგ დაინერგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ფარული კენჭისყრით არჩევის წესი.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ წევრებს მიეცეთ თავიანთი მანდატის დასრულების საშუალება. თუმცა, შესაძლებელია, გარდამავალი ზომების მიღება, რომელიც დააახლოებს მოქმედ შემადგენლობას საბჭოს დაკომპლექტების მომავალ მეთოდებთან.

"ვენეციის კომისიის საქართველოში ვიზიტისას გახდა ცნობილი, ამ ზომების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მოქმედ აღმასრულებელ საბჭოში იმდენი ნაკლოვანებაა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი იურიდიული რეფორმა, რომელიც შეიძლება გატარდეს, უნდა მოხდეს საბჭოს შემადგენლობის სრული შეცვლით. კომისია აღნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა, დაიცვას მოსამართლეები პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამიტომ, შეუსაბამო იქნება იუსტიციის საბჭოს სრულად განახლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ორგანული კანონი უფლებამისილების ოთხწლიან ვადას განსაზღვრავს. ამ პირობას არ აქვს კონსტიტუციური საფუძველი. მოქმედი კანონი, ისევე როგორც, ცვლილებების პროექტი, განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის მანდატის ვადამდელი შეწყვეტის საფუძვლებს. თუმცა, არც ერთი მათგანი არ მოიცავს ნორმებს, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მანდატი უნდა შეწყდეს, როდესაც დანიშვნის პრეცედურა იცვლება",-აღნიშნულია დასკვნაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46