აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არანაირი კავშირი არ აქვს სწავლის ხარისხთან

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 12:12

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება პირდაპირ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა გარკვეული პირების მიმართ, - განუცხადა "ჯეონიუსს" აგრარული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანი კვანჭილაშვილმა.

მისი თქმით, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სწავლის ხარისხთან და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ყოფილი თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე მოხდა.

"მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დოკუმენტებისა და მიღება-ჩაბარების აქტებში უმნიშვნელო დარღვევები, სწავლის ხარისხი კი საერთოდ არ გაუთვალისწინებიათ, მაშინ როცა 2011 წელს 37-ე ადგილზე მყოფმა, 2012 წელს უკვე მე-6 ადგილი დაიკავა საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირი კავშირი არ აქვს სწავლის ხარისხთან", - განაცხადა ანი კვანჭილაშვილმა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5