აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 11:29

ექვსი მომხრე და ერთი მოწინაღმდეგე, - ეს გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ღია კენჭისყრით მიიღეს, დაახლოებით 80-გვერდიან დასკვნას, საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარესთან ერთად საღამოს 20.00 საათიდან გამთენიის 05.00 საათამდე განიხილავდნენ.

ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარემ, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა კახი ყურაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საავტორიზაციო დარღვევებთან დაკავშირებით საბჭოს წევრების აზრი ერთგვაროვანი არ ყოფილა და მხოლოდ გარკვეულ საკითხებზე იყო ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს.

საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტრორიზაცია რამდენიმე მიზეზით გაუუქმა. კერძოდ, უხეშ დარღვევად ჩაითვალა ის, რომ სასწავლო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურიდან ყველა წიგნი არ იყო ბიბლიოთეკაში, ან ზოგ წიგნზე არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა ერთ ვაკანსიაზე, თუმცა აიყვანა ორი ლექტორი, რადგან ორივე კანდიდატი მოეწონა კომისიას. ავტორიზაციის საბჭოს აზრით, ამით დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.

მედიასთან საუბარში კახი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, სტუდენტების ინტერესები დაცული იქნება. კერძოდ მომდევნო სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამავე პერიოდში სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა, აღმოჩენილი ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციის მიღების შესახებ ხელახალი განაცხადი წარადგინოს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5