ხელისუფლება ახალ პროექტს იწყებს

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 11:00

ხელისუფლება ახალ პროექტს სახელწოდებით „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ იწყებს. პროექტი ინტერაქტიულ რეჟიმში, როგორც ქართულ, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, მედიასთან შეხვედრა კვირაში ორჯერ გაიმართება. კვირის განმავლობაში ორი მინისტრი მედიის საშუალებით, საზოგადოებას საკუთარი უწყების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს გააცნობს.

„საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, 12 მარტს, პირველ შეხვედრას, ჟურნალისტებთან, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური გამართავს. პროექტის მიზანია, სახელმწიფო მმართველობაში უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა, მთავრობის მუშაობა გახადოს უფრო ღია და გამჭვირვალე და ტრადიციად აქციოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტი საფუძველს ჩაუყრის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ტრადიციას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51