სამართალდამცველებმა სამეგრელოში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 10:42

სამაგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული, ხვიჩა ბ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად სენაკში აიყვანეს, ხოლო დანაშაულის იარაღს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის შედეგად მიაკვლიეს. ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იმავე სოფელში მცხოვრებ სულიკო ბერიშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41