თენგიზ შერგელაშვილი თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციას კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს გააცნობს

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 00:11

თელავის გამგეობის შენობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი კახეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს ხვალ, 12 მარტს, 12:00 საათზე შეხვდება.

შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია.

შეხვედრას, ასევე, დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები - დავით ლოსაბერიძე და კოტე კანდელაკი.

შეხვედრის მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღონ დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შესახებ, ჩაერთონ რეფორმის მომზადების პროცესში და გამოთქვან საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41