სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ჟენევაში იმყოფებოდა

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 20:22

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია ხასია ჟენევაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სათაო ოფისში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

 ვიზიტის ფარგლებში შედგა ოფიციალური და სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან.

მაია ხასია ერთადერთ მომხსენებლად იყო მიწვეული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ 8 მარტს გამართულ შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემა იყო „ქალთა უფლებები საპატიმრო დაწესებულებებში“. მომწვევი მხარის სურვილის გათვალისწინებით, თავის მოხსენებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის 1 ნოემბრამდე არსებულ გამოწვევებზე და იმ რეფორმებზე, რომელიც განხორციელდა მიმდინარე წლის მოცემულ პერიოდამდე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების მიერ მაია ხასიას მოხსენება და საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე პროცესები შეფასდა დადებითად და წარმატებულ დასაწყისად. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

ამასთანავე, დეპარტამენტის თავმჯდომარე შეხვდა წამების პრევენციის ასოციაციის (APT) და შვეიცარიის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენლებს, სადაც განხილულ იქნა კომისიის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელების პრაქტიკა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46