დედოფლისწყაროში, აღსრულების ბიუროს შენობაში ცეცხლი გაჩნდა

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 20:16

შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ყოფილი შენობის სხვენს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია, - ინფორმაციას ქიზიყი.ge ავრცელებს.

 მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი თვითმხილველებმა გამოიძახეს, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. შენობაში, სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ადგილობრივი ოფისია განთავსებული ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბესიკ ლილუაშვილმა ქიზიყი.ge-ს განუცხადა, ზარალი უმნიშვნელოა.

„აღსრულების ბიუროს ზარალი არ განუცდია, მხოლოდ ელექტროსადენები და ორი ჩამრთველი დაზიანდა. ახლახან ვესაუბრე კახეთის ბიუროს ხელმძღვანელს და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოძველებული ელექტროსადენები სახელდება. ეს შენობა ჩვენ არ გვეკუთვნის,“ – აღნიშნავს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ამავე შენობაში, ორი წლის წინ, იგივე მიზეზით ცეცხლი პოლიციის სამმართველოს ფუნქციონირების დროსაც გაჩნდა. პოლიციის გამჭვირვალე შენობის გახსნის შემდეგ ეს შენობა უფუნქციოდ დარჩა, რის შემდეგაც აქ აღსრულების ბიურო განთავსდა. /ქიზიყი.ge/

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51