ანდრო ბარნოვის განცხადებით, კონფლიქტისპირა სოფლებში ახალი მავთულხლართები გაჩნდა

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 20:06

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი კონფლიქტის ზონის სოფლებში ჩავიდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაჩენილი მავთულხლართების სანახავად და ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად.

ორი დღის მანძილზე გუბერნატორმა გორის და ქარელის რაიონების რამდენიმე სოფელი მოიარა, სადაც რუსული მხარის მიერ გავლებულმა მავთულხლართებმა ზოგიერთ ოჯახის ეზოსა და და ბაღზე გაიარა.

„საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს და ამის დასტურად იწვევს ინსპექტორებს რუსეთიდან, იწყებს სოფლის პროდუქციის ექსპორტს რუსეთში, მუშაობს სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ბოდიშებით ესაუბრება კრემლს და მოცეკვავეებს უგზავნის პუტინს. და ამ დროს რუსეთი, რომელზეც ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ურთიერთობას დაალაგებს, მოდის და აგებს ახალ მავთულხლართებს. ამით პუტინი გვეუბნება ჩვენ და ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, რომ მის ინტერესებში არ შედის სიტუაციის დარეგულირება, არ აინტერესებს არც ბიძინა ივანიშვილიც და არც მთელი საქართველო, თავისი ოსებით, აფხაზებით, სომხებით და აზერბაიჯანელებით. კრემლი გვეუბნება, რომ არ ფიქრობს აქ ოდესმე სიტუაციის დალაგებაზე და გველაპარაკება ისევ ძალის პოზიციიდან. თან ამას აკეთებს მკაფიოდ და ხაზგასმით, როგორც ძალის დემონსტრირებას მაშინაც კი, როდესაც მოლაპარაკებების ახალი ტალღაა დაწყებული, - აცხადებს გუბერნატორი.

ბარნოვის თქმით, ახალი ხლართებია ხურვალეთში, გუგუტიანთკარში, ქარელის რაიონის მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. 

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი უპრინციპობა და უპასუხისმგებლობა. თუ ვინმეს გონია, რომ ხმის ამოღებით ქართულ ოცნებას დაუპირისპირდება და ამიტომ დუმს, მაშინ ასეთები იმაზე დაფიქრდნენ, რომ მსგავსი მიდგომით ნებისმიერ ხელისუფლებას ძირი გამოეთხრება. ჩვენ თუ გვინდა, რომ რამეს მივაღწიოთ როგორც ერმა და როგორც სახელმწიფომ, თუ თუნდაც რუსეთთან გვინდა სიტუაციის დარეგულირება ისე, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება შევინარჩუნოთ, თუ ჩვენი ჭკუისა და შეძლების შესაბამისად გვინდა, განვვითარდეთ და ფერადი სათვალეების ნაცვლად, ახელილი თვალებით დავუწყოთ ყურება ცხოვრებას, მაშინ ხელისუფლებას უნდა ვუბრძანოთ, რომ თვალთმაქცობას თავი დაანებოს და პირდაპირ გვითხრას, რომ რუსეთთან პრობლემების მოგვარება მათი ზღაპარია და სინამდვილეში აზრზე არ არიან, რას და რატომ აკეთებენ. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ღირსების საქმეს და მოვთხოვოთ პასუხი იმას, ვინც ამ ხლართებს ავლებს და იმასაც, ვინც ამაზე თვალს ხუჭავს“, – განაცხადა კონფლიქტის ზონიდან დაბრუნებულმა ანდრო ბარნოვმა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46