კახა კუკავა ხაბურძანიასთან თანამშრომლობას არ აპირებს

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 18:33

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი პარტია "თავისუფალი საქართველო" არ გეგმავს არანაირ თანამშრომლობას  ხაბურძანიასთან.

"ეს ხედვა განსხვავდება "თავისუფალი საქართველოს" ხედვისგან. მან განაცხადა, რომ ეს არის პრორუსული პარტია და რომ ის არ მიიჩნევს აფხაზეთს და სამაჩაბლოს ოკუპირებულად, პარტია "თავისუფალ საქართველოს" მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ეროვნული, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული და არა პროამერიკული ან პრორუსული", - განაცხადა კუკავამ.

შეგახსნებთ, რომ ვალერი ხაბურძანია "თავისუფალ საქართველოსთან"თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45