ბიძინა ივანიშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 18:24

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც "ჯეონიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერი რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს ძირითადად სოფლის მეურნეობასა და თვითმმართველობებში არსებული ვითარების შესახებ გააცნობს ინფორმაციას.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, პრემიერი მედიის წარმომადგენლებს თბილისში შეხვდება, თუმცა კონკრეტული ადგილი ჯერ დაზუსტებული არ არის.

მოქმედი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციის გასავლელად ვადა 13 მარტს, 12:00 საათამდე აქვთ.

სარედაქციო განაცხადში, რომელიც მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე - pressivanishvili@gmail.com უნდა გააგზავნონ, მითითებილი უნდა იყოს შეხვედრაზე დამსწრე ჟურნალისტის, ოპერატორის, ფოტოგრაფის სახელი და გვარი.

                                                                                                       მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42