მხარი უნდა დავუჭიროთ რუსეთს, კავკასიაში სრული კონტროლის განხორციელებისათვის - ვალერი ხაბურძანია

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 18:09

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, საქართველოს მიმართ ხორციელდება უფრო მეტი სეპარატიზმი ვიდრე ოკუპაცია.

"საქმე გვაქვს უფრო კლასიკურად მხარდაჭერილ სეპარატიზმთან, ვიდრე კლასიკურ ოკუპაციასთან და მინდა ეს ტერმინი შემოვიტანო,  რომელიც ალბათ უფრო ნაკლებად ყურის მომჭრელი იქნება რუსეთისთვის. ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ რუსეთს იმისათვის, რომ კავკასიაში მოახდინოს სრული კონტროლის განხორციელება, რაც შეეხება  რუსეთის სამხედრო კავშირში გაერთიანებას, ამაზეც შეიძლება ფიქრი, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში ამის გაკეთება ცოტა ძნელია, თუმცა ჩვენ არსად არ გვეჩქარება, დრო გვაქვს", - განაცხადა ხაბურძანიამ.

ასევე ხაბარურძანიას განცხადებით, ის გეგმავს  სხვადასხვა პარტიებთან და მის ლიდერებთან თანამშრომლობას.

"შესაძლებელია განვიხილოთ ზურაბ ნოღაიდელი, თუ გააგრძელებს საქმიანობას, მას გარკვეული რეიტინგი აქვს და იგივე ნინო ბურჯანაძე. თუმცა ის არ თვლის თავს პრორუსულ ჯგუფად. შესაძლებელია მინდია გულუას პოლიტიკურ დაჯგუფებასთან საუბარი", - აღნიშნავს ხაბურძანია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41