ჭაობში მანქანის გადავარდნის შედეგად, ექვსი მოზარდი დაიღუპა

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 17:47

ოჰაიოს შტატში ავარიის შედეგად  ექვსი მოზარდი დაიღუპა და ორი დაშავდა. დიდი სისწრაფით მიმავალი  ავტომობილი Honda Passport ტრასაზე ამოტრიალდა  და ჭაობში გადავარდა. ავტომობილის მძღოლმა და კიდევ ხუთმა მგზავრმა ვერ შეძლეს მანქანიდან გადმოსვლა და დაიღუპნენ. ორმა მგზავრმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა და 4 კილომეტრი ფეხით სირბილის შემდეგ მაშველებთან და სასწრაფოში დარეკვა მოახერხეს.

ავარიის მთავარ მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. მანქანას მართავდა 19 წლის ალექსის კეისონი, რომელიც, როგორც გადარჩენილები ამბობენ, ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ექსპერტიზა მძღოლის ნარკოდამოკიდებულების დადგენაზე მუშაობს..

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44