ზურაბ აბაშიძის ოფიციალური ვიზიტი ლიტვასა და ლატვიაში დღეს დაიწყო

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 17:12

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ აბაშიძის ოფიციალური ვიზიტი ლიტვასა და ლატვიაში 11 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით გაიმართება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ერეკლე ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი და ნოდარ ებანოიძე, აგრეთვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ვიზიტი ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

რეფორმის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მმართველობის სისტემის რეალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების გაძლიერება. საქართველოს მთავრობის პროგრამის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების უფლებამოსილებები და რესურსები. რეფორმის ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ცენტრალური ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეძლეს დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემისა და რეგიონული განვითარების ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება.

ოფიციალური ვიზიტის მიზანია, ქართული დელეგაციის მიერ ლატვიისა და ლიტვის გამოცდილების გაცნობა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოს, ლატვიისა დ ა ლიტვის და ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ლატვიისა და ლიტვის პარლამენტებისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, დელეგაცია ეწვევა შესაბამის სამინისტროებს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5