ჯენიფერ ენისტონმა თავის ქორწილში ყოფილი ქმარი დაპატიჟა

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 16:57

ცნობილი ხდება ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს ქორწილში მოწვეული ცნობილი სახეების ვინაობა. ყველაზე დასამახსოვრებელი სტუმრები კი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტია - ჯენიფერის ყოფილი მეუღლე, რომლებიც ჯასტინმა თავად დაპატიჟა.

ასევე სტუმრების სიაშია ბრიტანელი მომღერალი ადელი, რომელიც წყვილისთვის რამდენიმე სიმღერას შეასრულებს.

პოპულარულმა ჰოლივუდელმა მსახიობმა და ბრედ პიტის ყოფილმა მეუღლემ ჯენიფერ ენისტონმა გადაწყვიტა, თავის შეყვარებულს ჯასტინ ტერუს გაყვეს ცოლად. ქორწილი ივნისში კუნძულ კრიტზე სასტუმრო Elounda Beach Hotel-ში გაიმართება.

ქორწინების ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა. მსახიობის მამა, წარმოშობით ბერძენია და მისი ნამდვილი სახელია იანნის ანასტასაკისი. გავრცელებული ხმების მიხედვით, ენისტონმა დაქორწინება პიტის ქორწინების საპასუხოდ გადაწყვიტა.

ჯენიფერ ენისტონის პრესმდივანი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჯასტინ ტერუსა და ჯენიფერის მომავალი ქორწინების შესახებ გამოგონილია. მისი თქმით, შესაძლოა, ეს თავად სასტუმრომ გამოიგონა თვითრეკლამისთვის.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39