არასამთავრობოები ვენეციის კომისიის მოსაზრებებს მიესალმებიან

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 16:42

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" მიესალმებიან ვენეციის კომისიის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირებას ისახავს მიზნად.

"ვფიქრობთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვენეციის კომისია საქართველოს იმ მოდელს სთავაზობს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად მიახლოებულია არასამთავრობო სექტორის პოზიციასთან და რომელსაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ: უმჯობესი იქნება თუ უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყდებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციის მეირ არიან არჩეულნი და არ ახორციელებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის პოზიციების გათვალისწინებით, უნდა გამოინახოს იმის რესურსი, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი კანონპროექტი სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებისა და შეთანხმების გზით იქნეს მიღებული და არა მწვავე დაპირისპირების რეჟიმში. მისასალმებელია, რომ ამ მხრივ გარკვეული დადებითი ტენდენციები არსებობს და ჩვენის მხრივ, გამოვთქვამთ მზაობას, რომ ამ პროცესს შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ. " - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში. მათი განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ასახული რეკომენდაციების კანონად ქცევის შემთხვევაში გაიზრდება ინდივიდუალური მოსამართლის როლი; ჟურნალისტებს ექნებათ მათთვის საინტერესო სასამართლო პროცესების ტრანსლაციის შესაძლებლობა; მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციის მიმართულებით, რადგან არც პრეზიდენტს ექნება წევრების დანიშვნის უფლება და არც დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ საბჭოს წევრები; გაიზრდება მოსამართლეთა თვითმმართველობის როლი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება დაასახელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები - ეს უფლება ექნება თითოეულ მოსამართლეს და მოსამართლეთა კონფერენცია ფარული კენჭისყრით აირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატებს და ა.შ. არასამთავრობოების თქმით, ვენეციის კომისიის მიერ ზემოაღნიშნული მოწონებულია და ამ ფაქტს არასამთავრობოებიც დადებითად აფასებენ. მათი თქმით, რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. " გადასაწყვეტია, ვადაზე ადრე სრულად უნდა შეუწყდეს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება? ზემოთ მითითებული კანონპროექტის თანახმად, უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება ყველა წევრს. საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა საპარლამენტო უმცირესობას, რომელიც საბჭოს არც ერთი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ემხრობოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43