ჰელმანდის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა ამბოხებულების თავდასხმა უმსხვერპლოდ მოიგერიეს

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 16:51

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონი ავღანეთში ISAF-ის მისიას ასრულებს. ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებენ.

სოფელ შაბანში გეგმიური ქვეითი პატრულირებისას, ქართველმა სამშვიდობოებმა რამდენიმე საეჭვო შენობა გაწმინდეს. სოფელში გადაადგილებისას ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ გლეხსაც გაესაუბრნენ. მისი განცხადებით, ინტენსიური პატრულირება სოფლებში ამბოხებულებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას უზღუდავს და მოსახლეობაც უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

ქვეითი პატრულის ბაზაზე დაბრუნებისას, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ქართველ ჯარისკაცებს მცირე კალიბრიანი იარაღიდან პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს. სავარაუდო ცეცხლის მიმართულების დადგენის შემდეგ, ბრძოლაში ჩართვის წესების შესაბამისად, ქართველმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე წუთიანი ინტენსიური სროლების შედეგად, ამბოხებულებმა საცეცხლე პოზიციები დატოვეს და მიიმალნენ.“შურას” დასრულების შემდეგ, ქართველმა სამშვიდობოებმა სოფლის მცხოვრებლებსა და ბავშვებს ტკბილეული, საკანცელარიო და პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5