პრეზიდენტს საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დასახელების უფლება აღარ ექნება

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 16:20

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კორძაიამ განმარტება გააკეთა.

როგორც კორძაია აცხადებს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელების უფლება საქართველოს პრეზიდენტს აღარ ექნება.

ახალი ინიციატივის თანახმად, ეს უფლება სამოქალაქო საზოგადოებისგან დაკომპლექტებულ 9 კაცისაგან შემდგარ კომისიას გადაეცემა.

დღეს საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ახალი კანონის ინიცირება მოხდება, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კორძაიაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44