ვენეციის საბჭო ეთანხმება იუსტიციის საბჭოს ცვლილებებს - თეა წულუკიანი

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 16:45

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობა კმაყოფილია ვენეციის კომისიის დასკვნით, რომელიც საერთო სასამართლოების რეფორმას ეხება და რომლის ავტორიც მისი უწყებაა.

"ეს ის რეფორმაა, რომელსაც მოსდევს პროგრესი და რომელიც ჩვენ მართლმსაჯულებას აახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან, ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ამიტომ ჩვენი მთავრობა ვენეციის კომისიის დასკვნით კმაყოფილი ვართ", - განაცხადა წულუკიანმა.

ასევე, მისი განცხადებით, ცვლილება მოხდება იუსტიციის საბჭოში,  რომელსაც ეთანხმება ვენეციის საბჭო, რის თანახმადაც პრეზიდენტს არ უნდა ჰყავდეს საბჭოში წარმომადგენლები და არ უნდა იყვნენ დეპუტატები საბჭოში.

"თვითონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობის ცვლილება აუცილებლად მოხდება, ამას ეთანხმება ვენეციის კომისიაც, ვენეციის კომისია ეთანხმება ასევე იმასაც, რომ პრეზიდენტს აღარ უნდა ჰყავდეს იქ წევრები, რომ დეპუტატები აღარ უნდა იყვენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ეთანხმება იმასაც, რომ არ შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კორპუსს წარმოადგენდნენ მხოლოდ თავმჯდომარეები", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსნებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, დღეს ან ხვალ ოფიციალური სახით გამოქვეყნდება ვენეციის კომისიის ვებ გვერდზე და ყველას ექნება საშუალება გაეცნოს მის შინაარსს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43