უმრავლესობას იმედი აქვს, რომ უმცირესობის ნაწილი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას მხარს დაუჭერს

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 16:10

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში უყრის კენჭს. ზუსტი თარიღი 18 მარტს, ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციურად ითანამშრომლონ უმრავლესობასთან იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების წარმომადგენლები ოპოზიციის მოსაზრებების მოსასმენად და განსახილველად მზად იქნებიან. უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ უმცირესობის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყების შემდეგ, 18 მარტიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას მხარს დაუჭერს. ბიუროს სხდომაზე კანონმდებლები უკვე ინიცირებულ კანონპროექტებზე, მთავრობის კომიტეტებისა და დეპუტატთა ინიციატივებზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, საჯარო განხილვის შემაჯამებელი სხდომა უკვე გაიმართა, საბოლოო ტექსტს კი იურიდიული კომიტეტი შეაჯამებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43