ახალი წიგნის "ვინ მოკლა ჩაიკა" პრეზენტაცია გაიმართება

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 16:05

გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი წიგნის "ვინ მოკლა ჩაიკას" პრეზენტაცია. წიგნში მოთხრობილია მარტოხელა ქალის ისტორია, რომელსაც ერთ დღეს მოკლულს იპოვიან.  საკვირველია, მაგრამ ამ მკვლელობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, გარდა ერთი ადამიანისა - მხოლოდ გამომძიებლისთვის არის საიდუმლო, თუ ვინ მოკლა ჩაიკა.

პრეზენტაციის მოდერატორია ლაშა ბაქრაძე.

ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა ანა კორძაია-სამადაშვილის ამ ახალი რომანის მიხედვით შექმნა ფოტოსერია, რომელიც 12 მარტს ლიტერატურის მუზეუმში გამოიფინება და შემდეგ მუზეუმს გადაეცემა საჩუქრად.

პრეზენტაცია გაიმართება 12 მარტს, 18:00 საათზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46