სააკაშვილის ნებისმიერი ვიზიტი საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს - ედუარდ შევარდნაძე

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 15:31

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე თვე იქნება, ივანიშვილს მისი დაუფიქრებელი განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა კიდევ არაერთხელ მოუწევს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ექს-პრეზიდენტი,  ედუარდ შევარდნაძე,  მიხეილ სააკაშვილის მიერ აზერბაიჯანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

"სამწუხაროდ, სააკაშვილმა არა მარტო აზერბაიჯანში, არამედ მთელს რეგიონში არია სიტუაცია. მისგან ბოდიშის მოხდას არა მარტო აზერბაიჯანელები, არამედ სომხებიც ითხოვენ. ვინ დაავალა, ალიევის ნაცვლად განცხადებები აკეთოს?! აზერბაიჯანის ხელისუფლება, მიუხედავად პრობლემებისა, წლების განმავლობაში დაბალანსებული პოლიტიკით ცდილობს, რუსეთთანაც ნორმალური უნრთიერთობა ჰქონდეს და, იმავდროულად, იყოს ევროპისა და აშშ-ის პარტნიორი. სააკაშვილმა კი თავისი დაუფიქრებელი განცხადებებით ეს მრავალწლიანი მცდელობა აზერბაიჯანს წყალში ჩაუყარა და რუსეთ–აზერბაიჯანს შორის მშვიდობიან ურთიერთობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა", - აცხადებს შევარდნაძე.

ექს-პრეზიდენტი  არ გამორიცხავს რომ პრეზიდენტის განცხადებები ცალკეულმა დესტრუქციულმა ძალებმა გამოიყენონ.

„დღეს საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც შესწევს უნარი, შექმნილი სიტუაცია გაანეიტრალოს, სააკაშვილის მაგივრად აზერბაიჯანისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა ამის ნათელი მაგალითია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე თვე იქნება, ივანიშვილს მისი დაუფიქრებელი განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა კიდევ არაერთხელ მოუწევს. ფაქტია, რომ სააკაშვილი თავს ვეღარ აკონტროლებს, ამიტომ მისი ნებისმიერი ვიზიტი საზღვარგარეთ ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. იმედს ვიტოვებ, არც ალიევი და არც სხვა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი არ აჰყვება, თუმცა არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ეს განცხადებები ცალკეულმა დესტრუქციულმა ძალებმა გამოიყენონ, ანუ საფრთხე არსებობს", – აცხადებს ექს-რეზიდენტი გაზეთ „ასავალ–დასავალთან" საუბრისას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5