თელავში ვიდეოპაემნის სერვისი ამოქმედდა

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 15:36

თელავში, დღეიდან, კახეთის პრობაციის ბიუროს ოფისში, ამოქმედდა ვიდეოპაემნის სერვისი, რომელიც ნებისმიერ პირს საშუალებას აძლევს, მსჯავრდებულთან დაამყაროს პირდაპირი ვიზუალური და ხმოვანი კავშირი. აღნიშნული სერვისის ამოქმედებას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.

ვიდეოპაემნის სერვისი, რომელიც საზოგადოებასთან მსჯავრდებულის ინტენსიური კონტაქტის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ამ ეტაპზე უკვე ხორციელდება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და თელავის პრობაციის ბიუროების ოფისებიდან, საიდანაც შესაძლებელია დაკავშირება რუსთავის #16, რუსთავის #17, დაბა ქსნის #15 და არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებთან.

ვიდეოპაემნის სერვისით სარგებლობა ერთდროულად შეუძლია 3 პირს. მისი ხანგრძლივობა 15 წუთია, ხოლო ღირებულება 15 ლარს წარმოადგენს. მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია ათი კალენდარული დღის განმავლობაში, არაუმეტეს ერთხელ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44