ვენეციის კომისიის დასკვნა ჩვენთვის სრულიად მისაღებია - კონსტანტინე კუბლაშვილი

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 15:34

მივესალმები ვენეციის კომისიის ჩართულობას ნებისმიერ იმ საკითხში, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და საერთო ჯამში, დადებითად ვაფასებ იმ პროცესს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინდა დადებითად შევაფასო ის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილი იყო ვენეციის კომისიიის სხდომაზე. ის განმარტებები, რომელიც ვენეციის კომისიამ გააკეთა აღნიშნული პროექტის შესახებ, საერთო ჯამში, ჩვენთვის სრულიად მისაღებია და მე კმაყოფილი ვარ იმით რა დასკვნაც დაიდო", - ამის შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა გააკეთა.

კუბლაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ვარიანტი წარმოადგინა, რომელიც ვენეციის კომისიის სხდომაზე, მიმდინარე წლის 8 მარტს განსახილველად დაურიგდა ვენეციის კომისიის წევრებს.

მისი თქმით, რამდენიმე საკითხში ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი და ქართული მხარის მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის მოსაზრება იმ საკითხზე, რაც უზენაეს სასამართლოსა და აღმასრულებელ-საკანონმდებლო სასამართლოებს შორის კამათს იწვევდა, ისე შეაფასა, როგორც ქართული მხარის მოსაზრებებში იყო აღნიშნული.

ვენეციის კომისიის დასკვნა, დღეს ან ხვალ ოფიციალური სახით გამოქვეყნდება ვენეციის კომისიის ვებ გვერდზე და ყველას ექნება საშუალება გაეცნოს მის შინაარსს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45