ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს - ვანო მერაბიშვილი

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 14:41

"ნაციონალური მოძრაობის" გენმდივანმა, ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირები. მისი თქმით, ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩამოსვლას უახლოესი თვეების განმავლობაში არ აპირებს, თუმცა ნაციონალური მოძრაობას მასთან ტელეფონით ურთიერთობს.

"იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩამოსვლას უახლოესი თვეების განმავლობაში არ აპირებს. 19 აპრილის აქციაზე, სულ მცირე, ერთი ადამიანით ნაკლები იქნება", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ასევე, მისი განცხადებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ტრაგედიაა, რადგან უხდებათ ქვეყნის დატოვება.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი ხელისუფლების, როცა ძალიან ბევრი, ჩვენი ქვეყნის რჩეული და პატივსაცემი ადამიანი იძულებულია, საქართველო დატოვოს. ეს არის საქართველოს დიდი ტრაგედია, რადგან ხშირად საქართველოს პოლიტიკურ ელიტას უხდება ქვეყნის დატოვება. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მომავლის არ ესმის და რეპრესიებს ახორციელებენ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42