შვედეთის პრინცესა ლილიანი გარდაიცვალა

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 13:55

სტოკჰოლმში, საკუთარ სახლში გუშინ, 97 წლის ასაკში შვედეთის პრინცესა ლილიანი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ის ალცჰაიმერით იყო დაავადებული.

ლილიანი 16 წლის ასაკში ლონდონში გადავიდა და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო, ცოლად გაყვა ბრიტანელ მსახიობს და გაიცნო თავისი ცხოვრების სიყვარული - პრინცი ბერტილი (ახლამდელი მმართველი მეფის კარლ გუსტავ XVI-ს ბიძა).

მათ შვილი არ ეყოლათ და როდესაც 1997 წელს პრინცი ბერტილი კიბოსგან გარდაიცვალა, პრინცესა ლილიანი, ოფიციალურ ვიზიტებზე, შვედეთის წარმომადგენელი გახდა.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ლილიან მეი დევისმა საკუთარი მომავალი მეუღლე, პრინცი ბერტილე შვედი 1943 წელს გაიცნო, რომელიც მაშინ ინგლისელ მსახიობ ივანა კრეიგზე იყო დაქორწინებული. სამეფო ოჯახი მათი რომანის წინააღმდეგი იყო, თუმცა ლილიანი და ბერტილი განაგრძობდნენ ურთიერთობას. დაქორწინება, მხოლოდ 33 წლის შემდეგ შეძლეს. 1967 წელს 64 წლის პრინცმა 61 წლის ლილიანი ცოლად მოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ლილიანი პრინც ბერტილის, შვედეთის მეფის, კარლ მეთექვსმეტე გუსტავის ბიძის ცოლი იყო. ის უელსში 1915 წელს დაიბადა.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41