აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა ტენდენციური იქნება - ლაშა გოცირიძე

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 13:49

აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებში ყოფილ თანამშრომლებს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ საბაბია უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ მიმართული.

"შემოწმება დაიწყო რალური საფუძვლების გარეშე,  ყოფილმა თანამშრომელებმა საჩივარი შეიტანეს და ახსნაც მოიძებნა -  სახელმწიფო ვალდებული იყო ასეთ საჩივარზე რეაგირება მოეხდინა", - განაცხადა გოცირიძემ.

ასევე, მისი განცხადებით, უნივერსიტეტს მონიტორინგის სამსახურმა ბევრი ხარვეზი ჩაუწერა, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს განათლების ხარისხთან. 

"შემოწმების შედეგად მონიტორინგის სამსახურმა ჩაგვიწერა ძალიან ბევრი ისეთი ხარვეზი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს განათლების ხარისხთან და ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სასაცილო ბრალდებაც კი არის. იმ შემთხვევაში, თუ საბჭომ მიიღო ტენდენციური გადაწყვეტილება და უნივერსიტეტს ჩამოერთვა ავტორიზაცია, ეს იმას ნიშნავს, საბჭომ დაადგინა, რომ სტუდენტებისთვის აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა არის საზიანო", - აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი სურთ გიორგი მარგველაშვილს პირადად გააცნონ აგრარულ უნივერსიტეტში არსებული გარემო და სასწავლო პირობები.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47