სირცხვილი იმ ხალხს, ვინც ლეგენდარული ანსამბლი ერთი ხელის მოსმით ლაფში ამოსვარა - ედუარდ შევარდნაძე

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 13:42

სირცხვილი იმ ხალხს, ვინც ეს ლეგენდარული ანსამბლი, მისი მოცეკვავეები ასე ერთი ხელის მოსმით ლაფში ამოსვარა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო ანსამბლ ”ერისიონის”  რუსეთში გამართული კონცერტების გაპროტესტებას.

ექს-პრეზიდენტის ინტერვიუ გაზეთ ”ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა.

”„თუ სწორად მახსოვს, 2008 წლის აგვისტოში ტერიტორიები ჭკუასელის გამო არ დაგვიკარგავს. ცხინვალი, შემდეგ კოდორი სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა დაგვაკარგვინა და შესაბამისი დასკვნაც არსებობს საკმაოდ ავტორიტეტული კომისიის, რომ პირველი სააკაშვილმა გაისროლა. თუ ახლა ხელოვანები, კულტურის მოღვაწეები ცდილობენ, გამოასწორონ ის, რაც სააკაშვილმა გააფუჭა, მე ამას მხოლოდ მივესალმები. მივესალმები „ერისიონის" ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას. ჯემალ ჭკუასელი ნამდვილი ვაჟკაცია, ნამდვილი ქართველი და თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯს არასდროს გადადგამს. ჩვენს კულტურას და ხელოვნებას ჩვენი ქვეყნისთვის ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა შეუძლია და ამაში მალე დავრწმუნდებით. სირცხვილი იმ ხალხს, ვინც ეს ლეგენდარული ანსამბლი, მისი მოცეკვავეები ასე ერთი ხელის მოსმით ლაფში ამოსვარა",– აცხადებს ექსპრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ „ერისიონმა" კონცერტი რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, კრემლის დიდ სახელმწიფო დარბაზშიც გამართა. აღნიშნულს ქართულ ასაზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სახელმწიფო ანსამბლი საქართველოში ხვალ ბრუნდება. მოქალაქეთა ერთი ჯგუფი აეროპორტში მისვლას და სოლიდარობის გამოცხადებას გეგმავს, ნაწილი კი მათთვის „სირცხვილის კორიდორის" მოწყობას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46