პრეზიდენტმა გიზი ამირეჯიბის ოჯახს მიუსამძიმრა

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 13:19

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიანისტისა და საზოგადო მოღვაწის, გიზი ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. 

”მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პიანისტისა და საზოგადო მოღვაწის, გიზი ამირეჯიბის გარდაცვალების გამო. ბატონი გიზი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია. იგი განუმეორებელი ნიჭითა და სიყვარულით ასრულებდა თითოეულ ნაწარმოებს, რაც სამუდამოდ დარჩება მისი ერთგული მსმენელის მეხსიერებაში..

სწორედ გიზი ამირეჯიბის სახელს უკავშირდება ქართული მუსიკის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. იგი ბევრი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია.

სამძიმარს ვუცხადებ ბატონი გიზის ოჯახის წევრებს და გულითადად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას”- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე გიზი ამირეჯიბი 86 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. 

გიზი ამირეჯიბს 14 მარტს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43