თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში ერევიან - გიორგი მელაძე

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 13:09

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრი გიორგი მელაძე ხელისუფლების მხრიდან მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლემენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მართავენ.

"არის გარკვეული ზეწოლის მცდელობა, როცა ხიდაშელი პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აეგდოთ ბურთი და შემდგმომ ისინი გააგრძელებდნენ მოედანზე თამაშს, ეს თამაში მიმდინარეობს დღეს დავით უსუფაშვილის ორკესტრირებით, რაც მან დაადასტურა 7 მარტს გაკეთებული განცხადებით და რაც ასევე დაადასტურეს სხვადასხვა პირებმა, ვინც იმყოფებოდნენ მასთან შეხვედრაზე. კერძოდ, მისი მოწოდებები თანამშრომლების მიმართ, იყვნენ უფრო აქტიურები, ააგროვონ მეტი ხელმოწერა და ა.შ." - განაცხადა მელაძემ.

შეგახსნებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე მზადაა, შეხვდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა დარეგულირდეს მაუწყებლის შესახებ კანონი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43