ვენეციის საბჭოს საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 12:53

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში გადაინაცვლებს.

იუსტიციის სამინისტოროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია ეთანხმება და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს ითვალისწინებს.

შეგახსნებებთ, რომ იტალიაშია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, სადაც უმცირესობის და უმრავლესობის წევრები შედიოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45