საკრებულოს წევრს დავით წერეთელს ღამის 12 საათამდე კითხავდნენ

ორშაბათი, 11 მარტი, 2013 - 12:49

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ქალაქ თბილისის ურბანული განვითარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარეს დავით წერეთელს ღამის 12 საათამდე კითხავდნენ.

დავით წერეთელს საგამოძიებო სამასახურის დატოვების შემდეგ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა რომ მისი დაბარება არ უკავშირდებოდა "თბილსერვის ჯგუფს’’ და გამოძიება მისი პარტიული საქმიანობით იყო დაინტერესებული.

"დღის 4 საათისთვის ტელეფონით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გამომძიებელ გიორგი ბადაშვილს სურდა ჩემთან გასაუბრება. რაიონში ვიყავი, მაგრამ მაშინვე წამოვედი, რომ მათთვის ხელი არ შემეშალა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, თუ რა საკითხთან დაკავშირებით დამიბარეს, თუმცა მიმაჩნია, ჩემს ნაცვლად აქ რომ ყოფილიყო ჩვენი პარტიის უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელიც მეტად კომპეტენტურია, უფრო ამომწურავ პასუხებს მიიღებდნენ და ამით არ შეუშლიდნენ ხელს დედაქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრასა და პრობლემების მოგვარებას, რითაც თბილისის საკრებულოა დაკავებული“,– განაცხადა დავით წერეთელმა.

დავით წერეთელი 2006 წლიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრია. ბოლო მოწვევის საკრებულოში კი იგი ქალაქ თბილისის ურბანული განვითარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45