ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

, 10 მარტი, 2013 - 21:35

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყაროში ურთიერთ-საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ოპელ ომეგა"-ს მარკის ავტომობილი და „კია"-ს მარკის ჯიპი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად, „ოპელი"-ს ოთხი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

 დეფორმირებული ავტომანქანიდან გარდაცვლილები სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.

ორივე ავტომანქანის მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის წმინდა საბას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა გადაჭარბებული სიჩქარე და არასწორი მანევრირება. მძღოლების სიმთვრალე-სიფხიზლეს ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42